Tuesday, November 17, 2015

მეცნიერება

                                                               მეცნიერება
მეცნიერება-ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმას წარმოადგენს.
მეცნიერებათა კლასიფიკაციას მიეძღვნა უამრავი გამოკვლევა და ნაშრომი, მაგრამ ამ თემაზე რაიმე საერთო თვალთახედვა არ არსებობს. კლასიფიკაციის კრიტერიუმის შესაბამისად,შესაძლებელია ესა თუ ის მეცნიერება განხილულ იქნეს როგორც ცოდნის განცალკევებული სფერო ან როგორც სხვა მეცნიერების დარგი,შტო

ვასილ ვარაზი

                                                        ვასილ ვარაზი
     ვასილ ვარაზი- ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი. დაიბადა 1 იანვარს 1888 წელს, თბილისში და გარდაიცვალა 9 სექტემბერს, 1969 წელს. 1918 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფკულტეტი. იკვლევდა ნახშირწყლების და აზოტის ცვლის ბიოქიმიის ძირითად საკითხებს,მეტაბოლიტების როლს ნივთიერებათა ცვლაში, მიკროელემენტების მნიშვნელობას ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაში, ასაკობრივი და კვების ბიოქიმიმიის საკითხებს; დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმიის და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები.
   მიხეილ საკოხია
      მიხეილ საკოხია-ქართველი ბოტანიკოსი, გეობოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაიბადა 1902 წლის 28 ივნისს და გარდაიცვალა 1983 წლის 17 აგვისტოს.
მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მწიდროდ უკავშირდება თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და ბოტანიკის ინსტიტუტს. საკოხიას სამეცნიერო საქმიანობა 1925 წლიდან იწყება. 1961 წლიდან იყო ყაზბეგის მაღალმთის სტაციონარის გამგე. მას ეკუთვნის გამოკვლევები ფლორისტიკაში, მცენარეთა სისტემატიკაში,ბოტანიკურ გეოგრაფიაში, 
    ილია ვეკუა
    ილია ვეკუა დაიბადა 1907 წელს, შეშელეთში. ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ილია ვეკუამ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1925 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
    1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და რეკომენდაცია მიეცა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩარიცხვისთვის. ასპირანტურის  გავლის შემდეგ,1933 წელს, ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
     ევგენი ხარაძე
    ევგენი ხარაძე- ქართველი ასტრონომი. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,პრეზიდენტი. დაიბადა 1907 წელს 18 ოქტომბერს და გარდაიცვალა 2001 წლის 10 ოქტომბერს. სკკპ წევრი 1942 წლიდან. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1949 წლიდან პროფესორი იქვე, 1939 წლიდან ასტრონომიის კათედრის გამგე, 1959 წლის მარტიდან 1966 წილის მარტამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

ნიკო კეცხოველი

                                                             ნიკო კეცხოველი
    ნიკო კეცხოველი- ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა
1897 წლის 26 დეკემბერს სოფელ ტყვიავში და გარგაიცვალა 1982 წლის 26 დეკემბერს თბილისში. იყო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლუარეატი.
     1916 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება.