ილია ვეკუა
ილია ვეკუა დაიბადა 1907 წელს, შეშელეთში. ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ილია ვეკუამ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1925 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და რეკომენდაცია მიეცა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩარიცხვისთვის. ასპირანტურის გავლის შემდეგ,1933 წელს, ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
No comments:
Post a Comment